Lecturers

Design

ვაჟა დავითულიანი

Senior UI/UX Designer


მე ვარ ვაჟა დავითულიანი, UX/UI დიზაინერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 10+ წლიანი სტაჟით. ამჟამად, ვმუშაობ ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში, რომელიც Microsoft Teams - ის პლატფორმისთვის ქმნის აპლიკაციებს. განსაკუთრებით მიყვარს პროექტები სადაც შემოქმედებითი თავისუფლება მაქვს და შემიძლია ექპერიმენტები. ამ მხრივ განსაკუთრებული იყო National Geographic-ის არტისტებისთვის შექმნილ ვებგვერდზე მუშაობა, სადაც მაქსიმალურად ვეცადე რომ კრეატიული დიზაინი ნაცნობი და გასაგები ყოფილიყო მომხმარებლისთვის. ჩემს სამუშაოში ყველაზე მეტად მიყვარს კვლევა, ძიება, ჩხირკედელაობა, დაშლა და თავიდან აწყობა, მარტივი, მინიმალისტური და ზარმაც მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის შექმნა.